სპორტის საერთაშორისო ფონდმა კარატისტების შეკრებას უმასპინძლა
Aa
Aa

სპორტის საერთაშორისო ფონდმა კარატისტების შეკრებას უმასპინძლა

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის დაფინანსებით, 2021 წლის 23 სექტემბერს კარატეში საერთაშორისო შეკრება გაიმართა.

ღონისძიებაში 7 სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. აღნიშნული შეკრება ნოემბერში დაგეგმილი, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებას წარმოადგენს.

შეკრების მონაწილეები თასებითა და მედლებით  სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ დააჯილდოვეს.

შეგახსენებთ, აღნიშნული ფონდის მიზანი საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობაა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები