Aa Aa
23 სექტემბერი 2021  |  23:59

ცსკა-მ გამარჯვებით დაიწყო - შენგელიამ 15 წუთში 13 ქულა ჩააგდო

VTB ლიგის ახალ სეზონში ბელარუსული გუნდი მინსკის ''ცმოკი'' შინ მოსკოვის ცსკა-სთან 44:92 განადგურდა. მოსკოვური გუნდის ქართველმა მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 15 წუთი გაატარა და ამ დროში 13 ქულა მოაგროვა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრაა.

შენგელიას ბურთი არ დაუკარგავს, 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო და მის წინააღმდეგ მეტოქის მოთამაშეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ორივე გუნდს შორის საუკეთესო ნიკოლა მილუტინოვი იყო, მეორე ადგილზე კი შენგელია გავიდა, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18 შეადგინა.

VTB ლიგის ახალ სეზონში ქართველი კალათბურთელის გუნდი მეორე მატჩს პოლონურ ''ზელენა გორასთან'' 26 სექტემბერს გამართავს.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ცსკა  VTB ლიგის სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ზენიტს 9-ქულიანი სხვაობით აჯობა, 81-73 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage