Aa Aa
23 სექტემბერი 2021  |  19:23

მწვრთნელები და ტრანსფერები - ვითარება ბარსელონაში

„ბარსელონა“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს. ჟოან ლაპორტა ამჟამინდელი რთული ვითარების გამოსწორებას ახალი მწვრთნელითა და რამდენიმე ახალი ვარსკვლავის შეძენით ეცდება.

ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პოგბასა და ჰოლანდის „ბარსელონაში“ ტრანსფერის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც საუბრობს.

რომანოს თქმით, პოგბას ახალ კლუბში გადასვლა სურს, რომელსაც კარგი სპორტული პროექტი ექნება და ფინანსურად მიმზიდველიც იქნება.

ლაპორტა მინო რაიოლას პოგბას თაობაზე უკვე გაესაუბრა და ამის გაკეთებას ერლინგ ჰოლანდის გადასაბირებლადაც გეგმავს.

თუ, პოგბა 2022 წლის ზაფხულიდან თავისუფალი აგენტი ხდება, ჰოლანდის გამოსასყიდი 75 მილიონი ევრო იქნება და მის გაფორმებას გაცილებით მეტი გრანდი შეეცდება.

პოგბას მიმართ ინტერესს „რეალი“ და პსჟ იჩენენ, ჰოლანდით კი პრაქტიკულად ყველაა დაინტერესებული.

„ბარსელონას“ ამჟამად მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულამდე დიდი დროა, კატალონიელებს ამ ორი ვარსკვლავის გაფორმება მაინც ძალიან გაუჭირდებათ. ლაპორტას განსაკუთრებული გეგმის შემუშავება მოუწევს.

ახალი მწვრთნელის შესახებ

ამ მომენტისთვის „ბარსელონას“ ჩაბარების ყველაზე დიდი შანსი რობერტო მარტინესსა და ჩავის აქვთ.

ბელგიის ნაკრების დამრიგებელი ლაპორტას რჩეულია. ამის შესახებ ესპანური პრესა წერს. ფაბრიციო რომანომ კი პირლოს, ტენ ჰაგისა და კონტეს კანდიდატურები გამორიცხა.

ასევე იოახიმ ლიოვის სახელმაც გაიჟღერა, თუმცა ჯერჯერობით გერმანელის შესახებ ნაკლებად იწერება.

ლაპორტას სურს, რომ ჩავიმ ჯერ „ბარსა“ B ჩაიბაროს და შემდეგ პირველ გუნდს გაუძღვეს. კლუბის ხელმძღვანელთა დიდ ნაწილს კი მისი ახლავე დანიშვნა სურს.

რობერტო მარტინესის გარემოცვა კი მისი „ბლაუგრანაში“ შესაძლო წასვლის შესახებ არსებულ ინფორმაციას ადასტურებს.

P.S. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ კუმანი კლუბს დატოვებს. მოხდება თუ არა ეს „კადისთან“ მატჩის შემდეგ? ყველაფერი მისი შემცვლელის შერჩევაზე და მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, რამაც შესაძლოა ნიდერლანდელ სპეციალისტს რამდენიმე დღე კიდევ მისცეს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში