Aa Aa
23 სექტემბერი 2021  |  10:00

„დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებ" - დვალიშვილი მორაესთან ბრძოლაზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესთან გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც 26 სექტემბერსაა ჩანიშნული:

 მარლონ მორაესს დიდ პატივს ვცემ , რომელიც UFC-ში დიდი ხნის მანძილზე საუკეთესოს წოდების კანდიდატი იყო.

დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ. მან ზედიზედ 2 ბრძოლა დათმო, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მარტივი ბრძოლა არ იქნება და კონცენტრირებული პირველი წამიდან შეხვედრის ბოლო წამამდე ვიქნები.

მაქვს სურვილი შეხვედრის პირველი წამიდან დავამტკიცო, რომ მე ვარ ლიდერი, დომინანტი, მებრძოლი, რომელიც მეტოქეზე ზეწოლას ახდენს.

ამჟამად, მარლონ მორაესი UFC-ის რეიტინგში მე-6 , ხოლო მერაბ დვალიშვილი მე-11 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ მორაესისა და დვალიშვილის ბრძოლა 26 სექტემბერს გაიმართება.  

ბრაზილიელი მერაბთან ჩხუბს ზედიზედ 2 წაგებით ხვდება (ფონტთან და სენდჰეგენთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა). საბოლოო ჯამში კი მორაესმა MMA-ში ჩატარებული 31 ბრძოლიდან 23 მოიგო, 8 წააგო, 1 კი ფრედ დაასრულა.

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage