Aa Aa
23 სექტემბერი 2021  |  01:04

ვესტ ჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი კარაბაოს თასიდან გამოაგდო

კარაბაოს თასზე 1/16 ფინალური შეხვედრები შედგა.

მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ვესტ ჰემს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა (0-1). შეხვედრის ერთადერთი გოლი სწრაფად, მე-9 წუთზე გავიდა, თუმცა „ეშმაკებმა" დარჩენილ დროში მეტოქეს ვეღარაფერი შესთავაზეს.

ვესტ ჰემის არგენტინელი ნახევარმცველის, მანუელ ლანცინის გოლის შედეგად, იუნაიტედი ტურნირს დაემშვიდობა, ვესტ ჰემის მომდევნო მეტოქე კი კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ გუნდები რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს ინგლისის პრემიერლიგაშიც შეხვდნენ. 19 სექტემბერს გამართული მატჩი მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო და აქტივში 3 ქულა ჩაიწერა, თუმცა მძიმე ბრძოლის შედეგად - 90-ე წუთამდე ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე ფრე იყო (1-1), თუმცა მატჩის ბოლოს ჯესი ლინგარდის გოლმა იუნაიტედს 3 ქულა გადაურჩინა (1-2).

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის კარაბაოს თასის ფინალში ტოტენჰემმა და მანჩესტერ სიტიმ ითამაშეს, სადაც ტიტული პეპ გვარდიოლას გუნდს დარჩა (0-1).

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში