წყვილთა თანრიგი - ეკო გორგოძე და ლაურა პიგოსი ნახევარფინალში გავიდნენ
Aa
Aa

წყვილთა თანრიგი - ეკო გორგოძე და ლაურა პიგოსი ნახევარფინალში გავიდნენ

ვალენსიას ღია პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე წყვილთა თანრიგში წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს. ეკოს მეწყვილე ბრაზილიელი ლაურა პიგოსი გახლავთ. დღეს, ქართულ-ბრაზილიურმა დუეტმა მეოთხედფინალში ბერძნულ-ბრიტანული წყვილს სარა გრეის და დესპინა პაპამიჩაილს 2 სეტში 6:4 6:3 მოუგო.

პირველ სეტში, მეშვიდე გეიმამდე ორივე მხარე ჩაწოდებაზე იდეალურად თამაშობდა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, ეკომ და ლაურამ ბრეიკი შეასრულეს, გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

მეორე სეტი განსხვავებული იყო. გორგოძემ და პიგოსმა პირველივე გეიმში მეტოქის ჩაწოდება მოიგეს, თუმცა შემდეგ უმალ დაბრეიკდნენ. ქართულ-ბრაზილიური ტანდემი გააქტიურდა და მესამე გეიმში კვლავ აიღო მეტოქის ჩაწოდება. იმ დროს, როდესაც ანგარიში „ჩვენებურის“ სასარგებლოდ 5:3 იყო, კიდევ ერთი ბრეიკი შესრულდა და 6:3 დაფიქსირდა.

ნახევარფინალში ეკო და ლაურა ესპანეთის და ჩილეს წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან. საქმე კავაე რეიმერსს და დანიელა სეგუელს ეხება. ცნობისთვის, მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 80 000 დოლარს შეადგენს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები