Aa Aa
21 სექტემბერი 2021  |  14:48

გიგა ჭიკაძე : " ბრძოლის შემდეგ მაქს ჰოლოუეი ყავარჯნებით ივლის"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ Submission Radio-ს ინტერვიუ მისცა და  მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

გიგას თქმით ჰოლოუეის მასთან ბრძოლის შემდეგ ყავარჯნები დასჭირდება.

„ვფიქრობ,რომ მაქსისთან ბრძოლა უფრო გამიადვილდება ვიდრე ბარბოსასთან. მისი სისუსტეები უფრო კარგად ვიცი. ვფიქრობ,რომ მაქსი ჩემ გამოწვევას უნდა დათანხმდეს. ყველას მობეზრდა მაქსის და ალექსის ბრძოლების ყურება.  მე მაქვს შვიდიდან შვიდი დაუმარცხებელი სერია. მან თქვა,რომ ის საუკეთესო მოკრივეა და მაგაში ვეთანხმები, მაგრამ მე საუკეთესო დამრტყმელი ვარ. ამიტომ ბრძოლის დროს ორივე ფეხზე მდგომარე ვიჩხუბებთ და პირობას გაძლევთ,ბრძოლის შემდეგ მაქს ჰოლოუეი ყავარჯნებით ივლის“ - განაცხადა ჭიკაძემ

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა. „ნინძას“ UFC-ში 7-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში