საქართველო ისრაელთან დამარცხდა
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
ქვილითაია ბრუნდება
ქვილითაია ბრუნდება
პოგბა მუნდიალის მიღმა?
პოგბა მუნდიალის მიღმა?
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
კვერკველიას ინტერვიუ
კვერკველიას ინტერვიუ
FIBA საქართველოზე
FIBA საქართველოზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
თეა წულუკიანი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა
Aa Aa
21 სექტემბერი 2021  |  10:43

თეა წულუკიანი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, გენერალური მდივანი გიორგი კიკაბიძე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსი მაია ნოდია და ტექნიკური მენეჯერი ლაშა ხუცაიძე.

მინისტრმა ჭიდაობის ფედერაციას მადლობა გადაუხადა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული ასპარეზობისთვის და აღნიშნა, რომ მოჭიდავეები საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმატებაში ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. შეგახსენებთ, რომ ტოკიოში მძიმეწონოსანმა მოჭიდავეებმა იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული სტილი) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი სტილი) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ამასთან, მინისტრმა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობის პროცესში სამინისტროს სამი ძირითადი მიმართულება აქვს - უმაღლესი მიღწევები, მასობრიობა და ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა პროექტებში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

თავის მხრივ, ფედერაციის ხელმძღვანელობამ მინისტრს ფედერაციის წინაშე არსებული გამოწვევები გააცნო, ასევე ოქტომბრის დასაწყისში ოსლოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ესაუბრა, რომელზეც საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 10-10 სპორტსმენით წარდგება და უმაღლესი სინჯის მედლებისთვის იბრძოლებს.

თეა წულუკიანმა ფედერაციასა და სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო