მე-5 მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩინოშინის მდგომარეობა რთულდება
Aa
Aa

მე-5 მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩინოშინის მდგომარეობა რთულდება

„აკი ბაშოს“ მე-7 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-14 მაეგაშირა კაისეი იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა და ტურნირზე მე-5 ბრძოლა დათმო (2:5).

ლევანმა ბრძოლა ორმაგი მავაშის აღებით დაიწყო, თუმცა მეტოქეც ანალოგიურ სტილში იბრძოდა, რომელმაც საბოლოოდ აჯობა და მისი დოჰიოდან გადაყვანა შეძლო.

დღევანდელ დღემდე მათი 23 დაპირისპირებიდან გორგაძემ 13 მოიგო, 10 შეხვედრაში კი დამარცხდა.

მე-8 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-15 მაეგაშირა იჩიიამამოტოს დაუპირისპირდება, რომელსაც კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეხვდა და დაამარცხა.

ქართველ სეკიტორს ასეთი ასპარეზობით დადებითი ბალანსის გაფორმება ძალიან გაუჭირდება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები