Aa Aa
15 სექტემბერი 2021  |  19:10

მორიგი პრობლემა ბარსაში - ალბა და პედრი ტრავმირებულები არიან

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. კატალონიის „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. კუმანის გუნდმა რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა, თუმცა ეს უიღბლობა აქ არ დასრულებულა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ „ბლაუგრანას“ ორ საკვანძო ფეხბურთელს ხორდი ალბას და პედრის ტრავმა აქვთ. კატალონიური გრანდის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ ორივე ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარდება და ცნობილი გახდება, თუ რამდენ ხანს გამოტოვებენ.

ერთი რამ კი ნათელია, ალბა და პედრი ლა ლიგის მომდევნო ტურში არ იქნებიან. გეტყვით იმასაც, რომ „ბარსელონას“ ამ ორი ფეხბურთელის გარდა ლაზარეთში ოსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი და მარტინ ბრაითვაიტი ჰყავს.

ბარსელონა - ბაიერნი

ანგარიში 34-ე წუთზე ტომას მიულერმა გახსნა. მატჩი ძირითადად გერმანელთა კარნახით მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმში ნაგელსმანის ბიჭებმა ზეწოლა გააძლიერეს და 56-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. „ბარსელონა“ მომენტების შექმნას ცდილობდა, თუმცა რეალურ სახიფათო ეპიზოდთან ახლოსაც არ ყოფილა. 85-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage