სულშერმა ახსნა, თუ რატომ შეცვალა რონალდუ
Aa
Aa

სულშერმა ახსნა, თუ რატომ შეცვალა რონალდუ

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის პირველსავე დღეს დიდი სენსაცია ვიხილეთ. „იანგ ბოიზმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა. მართალია „მანკუნიანელები“ 10 კაცით დარჩნენ, მაგრამ მათ შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ ლოგიკურად სულშერის გუნდს ასეთი ფეხბურთი არ უნდა ეთამაშა.

72-ე წუთზე რონალდუს გამოცვლა და თამაშში ჯესი ლინგარდის ჩართვა, ნორვეგიელ სპეციალისტს ძვირად დაუჯდა. ინგლისელმა 95-ე წუთზე გაუაზრებელი უკან პასი გააკეთა და მეტოქეს ბურთი ჩააბარა, რაც გოლით დასრულდა.

სულშერმა რონალდუს შეცვლით აქცენტი ქულის მოპოვებაზე გააკეთა და ზოგადადაც, ვან ბისაკას გაძევების შემდეგ „იუნაიტედმა“ თამაში მთლიანად დათმო.

შეხვედრის შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ თავკაცს თავს დიდი კრიტიკა დაატყდა, პრესისგანაც და ასევე ქომაგებისგანაც. Marca-ს ცნობით, საბოლოოდ სულშერმა რონალდუს შეცვლა მინდვრის ხელოვნური საფარით ახსნა. მას არ უნდოდა, რომ გაერისკა და კრიშტიანუს ტრავმა მიეღო, რომელიც საკმაოდ ბევრს დარბოდა.

ცვლილების მომენტში თავად რონალდუც გაოცებული იყო და სულშერს მისთვის გადაწყვეტილების ახსნა მოუხდა.

„იუნაიტედს“ ჯგუფში მომდევნო შეხვედრებში „იანგ ბოიზზე“ გაცილებით ძლიერი მეტოქეები ეყოლება. ბერგამოს „ატალანტა“ და გასულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში მათი მძლეველი „ვილიარეალი“, რომლებმაც ერთმანეთში ფრედ 2:2 ითამაშეს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები