38.5 სიცხე - ალბა მატჩის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობდა
Aa
Aa

38.5 სიცხე - ალბა მატჩის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ბაიერნმა“ „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ 3:0 დაამარცხა. რონალდ კუმანის გუნდი შეხვედრას საკადრო პრობლემებით შეხვდა და მატჩის შემდეგ ნიდერლანდელმა ხორდი ალბაც დაკარგა.

Sport-ის ჟურნალისტი ალბერტ როგეს ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ალბამ გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა. ესპანელს 38.5 სიცხე ჰქონდა და თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა კუმანმა მაინც ათამაშა.

74-ე წუთზე კუმანმა ალბა შეცვალა. კადრში ალბათ ბევრმა დაინახა, თუ რა მდგომარეობაში იყო ესპანელი მოედნიდან გასვლის შემდეგ.

ხორდი ალბას სიცხე შეხვედრის შემდეგაც ჰქონდა და ღამით თავს შეუძლოდ გრძნობდა. ესპანური წყაროების ცნობით ფეხბურთელს ღებინებაც ჰქონდა. პლუს ამას, გაუმიზეზდა ბარძაყის კუნთის ტრავმაც და უცნობია, თუ რამდენი ხნით ჩამოშორდება მინდორს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ხსენებულ შეხვედრაში კარში ზუსტად ვერ დაარტყა, რაც 2003-04 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები