Aa
Aa

"დროის დაკარგვა არ გვინდა, უნდა გავიმარჯვოთ" - კლოპი მილანთან მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. პირველივე ტურში გულშემატკივრები საინტერესო დაპირისპირებას იხილავენ. „მილანი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა კლოპმა?

„ჩემს გონებაში 2005 წლის ფინალს უფრო დიდი ადგილი უკავია ვიდრე 2007-ისას. ვფიქრობ, ეს ისეთი თამაშია, რომ ყურება სავალდებულოა. „მილანი“ დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგაზე არ ყოფილა, თუმცა პიოლის გუნდი 2021 წელს ბრწყინვალედ გამოიყურება. „როსონერიმ“ სერია ა-ში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში კი იტალიელები საუცხოო ფორმაში არიან. ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება.

ზლატანი დიდებული ფეხბურთელია. ტრავმის მიღების შემდეგ ვნახე რამდენიმე ვიდეო, თუ როგორ იბრძოდა და ემზადებოდა დასაბრუნებლად. ეს დასაფასებელია.. იბრას თქმით, ლომმა დიდ ხანს არ უნდა დაისვენოს და მართალიც არის. სერია ა-ს უკანასკნელ ტურში გამოვიდა და გოლი გაიტანა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებული მომენტებისთვის შეიქმნა. სამწუხაროა, რომ არ ითამაშებს, თუმცა მას კვალიფიციური ფეხბურთელები ჟირუ და რებიჩი ჩაანაცვლებენ. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო თამაში იქნება.

რეალურად რთულ ჯგუფში მოვხვდით. წილისყრის შემდეგ ყველას ერთნაირი რეაქცია გვქონდა. „პორტუ“ პორტუგალიის ჩემპიონია და ძალიან კარგი გუნდია. სიმეონეს „ატლეტიკომ“ ყველას დაანახა, თუ როგორი ძლიერია, მათ შორის ჩვენც.. „მილანი“ კი უდიდესი ისტორიის მქონე გუნდია. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს ჯგუფი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნაწილი ვართ. 3 ქულის მოპოვება გვინდა და ხვალ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დროის დაკარგვა და ფუჭი ქულების დაკარგვა არ გვსურს. „ენფილდზე“ ჩემპიონთა ლიგის საღამოები ყოველთვის ჯადოსნურია. მოუთმენლად ველოდები „მილანთან“ მატჩს.“

ამ გუნდების ორი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება.

2005 და 2007 წელი - ჩემპიონთა ლიგის ფინალები. 2005-ის ფინალი ყველას კარგად ახსოვს. „მილანი“ მალდინის და კრესპოს(2) გოლებით 3:0-ს იგებდა და გულშემატკივრების 99%-ს ეგონა, რომ „როსონერი“ ჩემპიონი გახდებოდა, თუმცა „ლივერპულში“ ასე არ ფიქრობდნენ.

მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. 6-წუთიან მონაკვეთში მერსისაიდელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლები ჯერარდმა, შმიცერმა და ჩაბი ალონსომ გაიტანეს. ჩემპიონის ბედი კი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც დუდეკმა 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და კლუბს ნანატრი ტიტული მოაგებინა.

ზუსტად 2 წლის შემდეგ, ეს გუნდები კვლავ ლიგის ფინალში გადაეყარნენ  ერთმანეთს. ფილიპო ინძაგის დუბლით „მილანი“ 2:0-ს იგებდა. 89-ე წუთზე დირკ კიუიტმა სხვაობა შეამცირა და ყველას 2005 წლის ფინალი გაახსენდა, თუმცა ამჯერად კარლო ანჩელოტის გუნდმა თავი კარგად დაიცვა, მეტი გოლი აღარ გაუშვა და ისტორიაში მე-7 ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა.

ცნობისთვის, „ლივერპულისა“ და „მილანის“ დაპირისპირება 15 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები