აგირე: “დღეს ჩვენი შეცდომებისგან ვისწავლეთ“
Aa
Aa

აგირე: “დღეს ჩვენი შეცდომებისგან ვისწავლეთ“

მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სამხრეთ კორეა 1:0 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელი ქვეყნის მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა აგირემ?

„არანაირი სტატისტიკისთვის არ გადამიხედავს. ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველაზე მთავარი ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია. საკუთარ კედლებში თამაშზე სასიამოვნო არაფერია. აქაურობის ფაქტორი უმთავრესია.

დღეს ჩვენი შეცდომებისგან ვისწავლეთ. სანახაობრივად არ გვითამაშია, მაგრამ გავიმარჯვეთ. ეს გუნდის მენტალობაზე მიუთითებს. საკმარისად მომთმენები ვიყავით.

მინდა ჩემს ფეხბურთელებს სჯეროდეთ, რომ მსოფლიოს ტოპ 10 ნაკრებში ვართ. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული იქნება.“

შეგახსენებთ, რომ მექსიკის ეროვნული ნაკრები მესამე ტურის მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 25 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 05:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები