Aa
Aa

"მინდა, რომ ბედნიერი ვიყო და თქვენ? - რონალდუს სამოტივაციო სიტყვა ნიუკასლთან მატჩამდე

„მანჩესტერ იუნაიტედს“ კრიშტიანუ რონალდუ დაუბრუნდა. დაბრუნების შემდეგ, სადებიუტო შეხვედრაში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და საკუთარ კლუბს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ცნობილი გახდა, რომ ხსენებული მატჩის წინ კრიშტიანუმ გასახდელში საკმაოდ ემოციურად ისაუბრა და თანაგუნდელებს მიმართა.

რა თქვა კრიშტიანუმ „ნიუკასლთან“ მატჩის წინ?

„აქ ორი მიზეზის გამო დავბრუნდი. პირველი, ეს კლუბი ძალიან მიყვარს. მეორე ის, რომ „მანჩესტერში“ გამარჯვებულის მენტალიტეტი დარჩა და ეს მომწონს. მე აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ მენტალური ლიდერი ვიყო.

თუ თქვენ წარმატების მიღწევა გინდათ, მაშინ მე მჭირდება, რომ ეს კლუბი მთელი გულით გიყვარდეთ. თქვენ უნდა ჭამოთ, დაიძინოთ და იბრძოლოთ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის.“ არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე კონკრეტულ დღეს თამაშობ თუ არა. თქვენ მაინც 100 %-ით უნდა დაუჭიროთ გუნდს მხარი.

მე აქ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვარ. გამარჯვება ბედნიერს გაგვხდის. მე მინდა, რომ ბედნიერი ვიყო და თქვენ? თქვენ ყველა განსაკუთრებული ფეხბურთელები ხართ და თქვენი მჯერა. ასე რომ არ იყოს, აქ არ დავბრუნდებოდი. საუკეთესოს თუ გააკეთებთ გულშემატკივრები ბოლომდე თქვენთან იქნებიან.

მინდა, რომ აქ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვაყალიბო. ერთ დღეს, როდესაც მე კარიერას დავასრულებ, აქ ეს მენტალიტეტი დარჩება. გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა აუცილებლად დამჭირდება. მზად ხართ ბრძოლისთვის? მზად ხართ, რომ მოედანზე ყველაფერი დატოვოთ?“

საუბრის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთლიანმა შემადგენლობამ და სტაფმა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ტაში დაუკრეს. როგორც უკვე მოგახსენეთ, „ნიუკასლს“ რონალდუმ დუბლი შეუსრულა და კლუბს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები