აეროპორტში დახვედრა - ქართველი მოჭიდავეები სამშობლოში 8 მედლით დაბრუნდნენ
Aa
Aa

აეროპორტში დახვედრა - ქართველი მოჭიდავეები სამშობლოში 8 მედლით დაბრუნდნენ

საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა ფალავნებმა მინსკში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 8 მედალი (1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო) მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი გახდა, რომელმაც 70 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი რუსლან ჟენდაევი ანგარიშით 7:2 დაამარცხა. ვერცხლის მედლებს ნიკა კენჭაძე და ირაკლი მწითური დასჯერდნენ,ხოლო ბრინჯაოს მედლები გოგა ძიგუამ , გიორგი ელბაქიძემ , დიმიტრი ჯიოევმა , ზურიკო ურთაშვილმა და სოლომონ მანაშვილმა მოიპოვეს.

ზურაბ იაკობიშვილი - ტურნირის გამარჯვებული

გიორგი იანტბელიძე - თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

 

 

მინსკის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები გენო პეტრიაშვილის, ავთანდილ კენჭაძისა და ელიზბარ ოდიკაძის გარეშე გამოვიდა.

მინსკიდან დაბრუნებული, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას საწვრთნელი შეკრებით გააგრძელებს. სწორედ დასკვნით შეკრებაზე გამოაცხადებს გიორგი იანტბელიძე მსოფლიოს პირველობაზე დასაყენებელ შემადგენლობას. მსოფლიოს ჩემპიონატი ოქტომბრის დასაწყისში, ოსლოში გაიმართება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები