ლევან მაისაშვილი:
Aa
Aa

ლევან მაისაშვილი: "თვალები უცებ გავახილე, არავინ ელოდა"

დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სიკვდილს ებრძოდა. ამის გამოწვევი მიზეზი კი კორონავირუსი იყო. „ბორჯღალოსნების“ დამრიგებელს კოვიდ ინფექცია სამხრეთ აფრიკაში შეეყარა.

2-თვიანი მკურნალობის შემდეგ, ლევანი გამოჯანმრთელდა და საქართველოში დაბრუნდა. მაისაშვილმა პირველი კომენტარი ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი იო­ჰა­ნეს­ბურ­გის კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, Milpark Hostpitals-ში ერთ თვე­ზე მეტი ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე იყო და რო­გორც იხსენებს, მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ლევან მაისაშვილი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

რა თქვა მაისაშვილმა?

28 დღე ვიყავი გათიშული, აპარატი ფილტვებს 100%-ით ბერავდა, სატურაცია 80%-ზეც ვერ აჰყავდათ. მსოფლიოში საუკეთესო ინფექციონისტებმა ვინც უშუალოდ მკურნალობდნენ, პირდაპირ უთხრეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას, რომ ალბათ იმ ღამეს ვერ გავიტანდი.

„დამიჯერეთ, ამ ყველაფერში ჩემი წვლილი ყველა­ზე მცირეა. ვისარგებლებ შესაძლებლობით და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, ვინც ჩემზე ნერვიულობდა. განსაკუთრებით, რთულ მდგომარეობაში ჩავაგდე ჩემი ოჯახი. ამ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა საპატრიარქომ, ბევრმა სასულიერო პირმა, რომლებმაც ლოცვა არ შეაჩერეს.

რაგბის კავშირის ოპერატიული ქმედების შედეგად, მსოფლიოში საუკეთესო კლინიკაში მოვხვდი. ცალკე აღსანიშნავია, იქაური ექიმების და ქართველი ექიმის ვახტანგ რეხვიაშვილის გმირობის ამბავი. მოკლედ, უამრავმა ადამიანმა მიიღო ამ ბრძოლაში მონაწილეობა. ძალიან რთული პროცესი იყო.

6 ივლისს მომათავსეს ჰოსპიტალში, 8 რიცხვიდან კი უკვე აღარაფერი მახსოვს. 28 დღის განმავლობაში გათიშული ვიყავი, აპარატი ფილტვებს ბერავდა 100 %-ით და სატურაცია 80 პროცენტზე ვერ აჰყავდათ. ბევრჯერ დადგა საკითხი და ბევრჯერ უთხრეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას იქაურმა ექიმებმა, რომ ამ ღამეს ვერ გაატანსო.

ერთადერთი ვახტანგ რეხვიაშვილი იყო, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა, რომ გამოვძვრებოდი. აქვე უნდა ვთქვა, რომ ვარ ერთი დოზით აცრილი. ორი დოზით აცრა ვერ მოვასწარი, ვადებში ვერ ჩავეტიე, რადგან გამგზავრება მომიწია. ფაქტია, რომ ვინც აცრილი იყო, მათ ეს პრობლემა არ ჰქონიათ. არავინ არ ელოდა, უცბად გავახილე თვალი.

მთელი მედპერსონალი შოკში იყო. ამის შემდეგ პროგნოზი იყო, რომ 3-დან 6 თვემდე დამჭირდებოდა რეაბილიტაცია, რეალურად კი, 10 დღეში გამოვკეთდი. საბოლოო ჯამში, ერთი თვე დამჭირდა, რომ საქართველოში წამოვსულიყავი. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი რეაბილიტაცია აქ უკეთ წავიდოდა. ჩამოსვლის დღიდან სატურაცია დალაგებული მაქვს, ჟანგბადი აღარ მჭირდება. წნევებიც დამირეგულირდა. ამჟამად ფილტვებს უნდა სერიოზული რეაბილიტაცია“

წყარო - TV Imedi

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები