ჩემპიონთა ლიგა -
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა - "დინამოს" მეტოქეები ცნობილია

იტალიის ქალაქ ოსტიაში წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. აღსანიშნავია,რომ პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ასპარეზობს. D

დეიან სტანოევიჩის შეგირდები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები „ტელეკომ ბუდაპეშტი“ (უნგრეთი), „ზოდიაქ ატლეტიკ ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „ნოვი ბეგრად“ (სერბეთი), „რადნიჩკი„ (სერბეთი) იქნებიან. ასევე ჯგუფში D კვალიფიკაციისა და A კვალიფიკაციის დამარჯვებულები იასპარეზებენ. 

საქართველოს ჩემპიონი პრესტიჟულ ტურნირზე მესამედ გამოვა. პირველი წრის შეხვედრებს „დინამო“ 22-26 სექტემბერს გამართავს.

„დინამომ“ წინა გათამაშებაში ჯგუფურ ეტაპზე ორი გამარჯვება იზეიმა. თბილისურმა კლუბმა ორივე შეხვედრაში მონტენეგროს „იადრანი“ დაამარცხა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები