მორიგი ბრძოლა UFC-ში - დოლიძის მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

მორიგი ბრძოლა UFC-ში - დოლიძის მეტოქე ცნობილია

UFC-ის მებრძოლი რომან დოლიძე მორიგ ბრძოლას 13 ნოემბერს გამართავს. ქართველი სპორტსმენის მეტოქე ამერიკელი ერიკ ანდერსი იქნება.

ანდრესს UFC-ში 12 ბროძლა აქვს გამართული. საიდანაც 34 წლის მებრძოლს 7 მოგებული აქვს და 5 წაგებული. ბოლოს მან 12 ივნისს იბრძოლა და დარენ სტიუარტს აჯობა.

ქართველი მებრძოლისთის კი ერიკ ანდერსი მეხუთე მეტოქე იქნება. ქართველმა სპორტსმენმა ბოლო დაპირისპირებაში არგენტინელ ლაურეანო სტაროპოლის სამი რაუნდის შემდეგ არბიტრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 30:27, 30:27, 30:27 აჯობა.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს დოლიძემ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ტრევინ ჯაილსთან წააგო, მანამდე კი ხადის იბრაგიმოვსა და ჯონ ალანს სძლია

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები