US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი - ბოლქვაძემ გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზეა
Aa
Aa

US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი - ბოლქვაძემ გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზეა

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს. საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქალთა თანრიგში მარიამ ბოლქვაძე იღებდა მონაწილეობას, რომელიც რეიტინგის 207-ე ნომერს დარია სნიგურს ხვდებოდა. ქართველმა ჩოგბურთელმა დრამატულ ბრძოლაში სამ სეტში 7:5 4:6 6:4 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველ სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მოვლენები ხშირად იცვლებოდა. მოთამაშეებმა ჯამში ერთბაშად 7 ბრეიკი შეასრულეს. საბოლოო ბრეიკი კი მარიამმა შეასრულა, რა დროსაც ანგარიში მის სასარგებლოდ 6:5 იყო.

მეორე სეტში გულშემატკივრებმა 3 ბრეიკი ისრულეს. პირველად ეს უკრაინელმა ჩოგბურთელმა მოახერხა, თუმცა ბოლქვაძემ უკუ ბრეიკი შეასრულა. სნიგურის ჩაწოდების მოგების შემდეგ მარიამმა კვლავ დათმო საკუთარი და დარია წინ გავიდა. საბოლოოდ სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მესამე სეტი პირველის იდენტური იყო. 7 ბრეიკი და დრამატული ბრძოლა. მოთამაშეები ერთმანეთის მიყოლებით აგებდნენ საკუთარ ჩაწოდებას, თუმცა ყველაზე დრამატული მომენტი მე-7 გეიმში იყო. უკრაინელმა მარიამი დააბრეიკა 4:3 წინ გავიდა და წარმატების მიღწევის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა „ჩვენებური“ ასე არ ფიქრობდა.

მარიამმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა და ზედიზედ 3 გეიმი მოიგო. აქედან 2 დარიასი და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც რეიტინგის 150-ე ნომერს, 18 წლის ემა რადუჩანუს შეხვდება. ხსენებული დაპირისპირება 26 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

ცნობისთვის, მარიამ ბოლქვაძის და დარია სნიგურის შეხვედრა 2 საათი და 45 წუთი გრძელდებოდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები