ლაშა ბექაურის სახელობის მწვერვალი გუდამაყარში - ოლიმპიური ჩემპიონი დაასაჩუქრეს
ტოკიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორი ლაშა ბექაური გუდამაყრის ხეობას ესტუმრა. შეხვედრამ კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩაიარა.
დუშეთის მუნიციპალიტეტმა ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცა 500 კვ.მ. მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი. შეხვედრის დასასრულს კი გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა განაცხადა, რომ ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი ლაშა ბექაურის სახელობის იქნება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სპორტსმენს და მის მწვრთნელს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ბექაურმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორმა ლევან შერმადინმა გოდერძი ჩოხელის მუზეუმში უმასპინძლეს.
შეგახსენებთ, ტოკიო ოლიმპიადაზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექაურმა ფინალში სენსაციურად გასული გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.