Aa
Aa

"ვგრძნობ თქვენს სიყვარულს და ეს მიათმაგებს ბრძოლის უნარს" - ტალახაძემ გულშემატკივრებს მიმართა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს მედალი მერედ მოიპოვა მოიპოვა. მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა სპორტსმენმა ჩემპიონობასთან ერთად მორიგი რეკორდები დაამყარა.

დღეს კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა ორგიზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გულშემატკივრებს მიმართა.

"დღემშვიდობის !ამ ფოტოზე არიან ის ადამიანები, ვისაც ჩემს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეაქვთ, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ, ჩემს მწვრთნელებს : ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს. პირად მწვრთნელს : ავთანდილ გახოკიძეს... დიდი მადლობა ექიმებს : გუნდის ექიმს, გიორგი ჭინჭარაულს და ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს : ზურაბ კახაბრიშვილს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. ასევე მადლობა მასაჟისტს: რუსლან ღიბრაძეს... ახლა კი გულშემატკივრებო!უამრავი შეტყობინება მივიღე, უამრავი თბილი სიტყვა, რაზეც გიხდით უდიდეს მადლობას. ვერ გპასუხობთ სათითაოდ პირად მიმოწერაზე, მაგრამ ვგრძნობ თქვენს სიყვარულს და ეს მიათმაგებს ბრძოლის უნარს... წინ კიდევ ბევრი საერთაშორისო ასპარეზია, სადაც ვეცდები ჩემი მაქსიმუმი ჩავდო და მრავალჯერ გაგახაროთ! მადლობა გულშემატკივრობისათვის" - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ,რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს. ვერცხლის პრიზიორები კი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 

გამოსარჩევია, რომ ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპირური ჩემპიონი გახდა, ხოლო შავდათუაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები