0:3-დან მოგებული შეხვედრა - გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია
Aa
Aa
5 აგვისტო 2021  |  13:43

0:3-დან მოგებული შეხვედრა - გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია

ტოკიოშ მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა,სადაც ოლიმპიური თამაშების აღმოჩენას ახალგაზრდა ამერიკელ მოჭიდავეს გაბლე დენ სტევესონს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი ხვალ თბილისის დროით 14:30 საათიდან დაიწყება.

125 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ქართელმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარესთან პირველი პერიოდი 3:0 წააგო,მაგრამ უპირატესობა მალევე მოიპოვა და მეტოქე 6:3 დაამარცხა.

გათაამშების მერვედფინალში პეტრიაშვილმა ეგვიპტელ დიალედინ აბდელმოტალებს მოუგო.

მეოთხედფინალში გენომ ჩინელ ჟვეი დენგს ანგარიშით 5:1 აჯობა.

ოლიმპიური თამაშების ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება და თბილისის დროით 14:30 საათიდან დაიწყება.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს. ვერცხლის პრიზიორები კი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 

გამოსარჩევია, რომ ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპირური ჩემპიონი გახდა, ხოლო შავდათუაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები