Aa Aa
5 აგვისტო 2021  |  13:07

''პირადი მიზეზის გამო'' - საზაფხულო ლიგა ბითაძის გარეშე ჩაივლის

''ინდიანა პეისერსის'' ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძე შესაძლოა საზაფხული ლიგა გამოტოვოს. გავრცელებული ინფორმაციით ბითაძე გუნდთან ერთად ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობდა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ვეინარმა განაცხადა, რომ მოთამაშე გუნდთან ერთად პირადი მიზეზის გამო არ იმყოფება.

„გოგა ბითაძეს საზაფხულო ლიგის პირველ ორ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ზურგი აწუხებს. მის მდგომარეობას ყოველდღიურად ამოწმებენ და სიახლეებს საჭიროებისამებრ მოგაწოდებთ“, - ეწერა „ინდიანას“ ოფიციალურ განცხადებაში''.

აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ NBA-ს კლუბმა განსხვავებული კომენტარი გააკეთა და მისი უთამაშებლობა პირადი მიზეზებით აიხსნა. ბითაძესთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ ვცელდება.

საინტერესოა, რომ ბითაძეს საზაფხულო ლიგაზე არასდროს უთამაშია. 2019 წელს ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, გასულ წელს კი პანდემიის გამო საზაფხულო ლიგა გაუქმდა, თუმცა ბითაძის არყოფნაში საზაფხულო ლიგაზე ორ ქართველს, სანდრო მამუკელაშვილსა და გიორგი ბეჟანიშვილს ვიხილავთ.

„მილუოკი ბაქსის“ მაისურით სანდრო მამუკელაშვილი იასპარეზებს, რომელიც 2021 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს. „დენვერ ნაგეთსის“ რიგებში კი გიორგი ბეჟანიშვილი ითამაშებს. ეს უკანასკნელი 2021 წლის დრაფტის 60 საუკეთესო ახალგაზრდას შორის ვერ მოხვდა, მაგრამ კოლორადოელებისგან შანსი მიიღო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში