„გიჟია, მონსტრია, ცხოველია
Aa
Aa
4 აგვისტო 2021  |  16:51

„გიჟია, მონსტრია, ცხოველია" - უცხოელი ქომაგები ტალახაძის დომინაციას გამოეხმაურნენ

ქართველი სუპერმენი, ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი გახდა. ჩვენებურმა გოლიათმა ოქროს მედალი დომინანტურ სტილში დაისაკუთრა, კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია, ისტორია დაწერა და 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

სოციალურ ქსელებში ლაშას ასპარეზობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქართველი ძალოსნის მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურეს.

გამოხმაურებები ატაცში დამყარებული მსოფლიო რეკორდის შემდეგ

„გვიან დავიბადე იმისთვის, რომ დედამიწა გამომეკვლია. გვიან დავიბადე იმისთვის, რომ კოსმოსი გამომეკვლია. იდეალურ დროს დავიბადე იმისთვის, რომ ძალოსნობაში ლაშა ტალახაძის დომინაცია მენახა“.

„ჯანდაბა ეს ტალახაძე ნამდვილი ცხოველია. პირველ ცდაზე ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, ხოლო ბოლო ცდაზე - მსოფლიო რეკორდი და შეეძლო ბევრად მეტი აეწია. აკვრაში კი 20 კილოგრამით მეტი შეუკვეთა, ვიდრე ჩვენმა, ახალმა ზელანდიელმა სპორტსმენმა. ახლა უბრალოდ მეორე ადგილისთვის მიდის ბრძოლა“.

„ქართველმა გიგანტმა, ლაშა ტალახაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 223 კილოგრამი ასწია“.

„ლაშა ტალახაძე... მორჩა, სულ ესაა. მთელი პოსტი ესაა“.

„მსოფლიო რეკორდი ატაცში. უბრალოდ ვაუ“.

„ყველა დროის საუკეთესო სწორედ ამიტომაა. ლაშა ტალახაძემ ატაცში თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და ეს ისე გააკეთა ოფლიც არ გამოსვლია“.

„ლაშა ტალახაძე. ეს ბიჭი ძალოსნობაში ნამდვილი ცხოველია“.

„ტალახაძემ ატაცში 223 კილოგრამი ასწია. 223 კილოგრამი!!! 223 კილოგრამი თავს მაღლა, ღმერთო ჩემო“.

„ტალახაძემ, რომელიც საქართველოდანაა, ატაცში 223 კილოგრამი ისე ასწია, თითქოს არაფერი ყოფილიყო. სიგიჟეა“.

„ლაშა ტალახაძე მანქანაა. მისი პირველი ცდა ოლიმპიური რეკორდი იყო, ბოლო - მსოფლიო რეკორდი“.

„ლაშა ტალახაძემ 223 კილოგრამი გაანადგურა. ეს ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია. მას მარტივად შეეძლო, უფრო მეტი აეწია“.

„და მან ეს შეძლო! ტალახაძე გიჟია“.

„ლაშა ტალახაძე მონსტრია“.

გამოხმაურებები აკვრაში და ორჭიდში დამყარებული მსოფლიო რეკორდების შემდეგ

„ლაშა ტალახაძე უბრალოდ საოცარია“.

„მსოფლიო რეკორდი აკვრაში და ორჭიდში. ჩემი აზრით, ლაშა ტალახაძე ყველა დროის საუკეთესო ძალოსანია“.

„ლაშა ტალახაძე ადამიანი არაა“.

„არასდროს მინახავს ლაშა ტალახაძეს რამე შეცდომა დაეშვას. შეუძლებელია, ისეთი უშეცდომო იყო, როგორიც ისაა“.

„დავუდის გამოსვლით და ვერცხლის მედლით ძალიან ვამაყობ, მაგრამ ის, რომ ლაშა ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ლეგენდარული მოვლენაა. ის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა შორის უნდა იყოს“.

„ლაშა ტალახაძის დღე.

ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი ატაცში: 223 კგ.

ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი აკვრაში: 265 კგ.

ორჭიდის რეკორდი: 488 კგ

6-დან 6 გამოყენებული ცდა

პირველ ცდაზე მანამ არ მივიდა, სანამ ყველა კონკურენტმა გამოსვლა არ დაასრულა.

მეფე“!

„ლაშა ტალახაძე... უბრალოდ დაუჯერებელია. მალე 500 კილოგრამი იქნება“.

„დაიმახსოვრეთ მისი სახელი“.

„ლაშა ტალახაძე რა ცხოველია“.

„ლაშა ტალახაძე - უძლიერესი ადამიანი დედამიწაზე“.

„დარწმუნებული ვარ, ლაშა ტალახაძე ატლასია, რომელსაც მთელი დედამიწა უჭირავს. რა გიჟური გამოსვლა აჩვენა და მსოფლიო რეკორდები რა მარტივად დაამყარა. ნამდვილი ცხოველია“.

„ეს რაღაც სხვა სამყაროდან იყო. მსოფლიო რეკორდები აკვრაში, ატაცში და ორჭიდში. ლაშა, შენ არანორმალური ხარ“.

„ლაშა, შენ ჩემს გაოცებას ყოველთვის ახერხებ. ყველაზე ძლიერი ადამიანი დედამიწაზე“.

„ლაშა ტალახაძე ყოველი ცდის შემდეგ მსოფლიო რეკორდს ამყარებს“.

შეგახსენებთ, რომ ქართულ დელეგაციას დღევანდელი დღის შემდეგ უკვე 7 მედალი აქვს - ძიუდოდან 1 ოქრო და 3 ვერცხლი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან 1 ვერცხლი და ძალოსნებიდან 1 ბრინჯაო და 1 ოქრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები