„აგენტების თამაშები და ფული
Aa
Aa
4 აგვისტო 2021  |  09:31

„აგენტების თამაშები და ფული" - რატომ გაუშვა ლოკომოტივმა კვარაცხელია

მოსკოვის „ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა, დმიტრი ბულიკინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ბულიკინმა ინტერვიუ Матч ТВ-ს მისცა და დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც „რკინიგზელებმა“ „კვარა“ დაკარგეს.

„მაშინ აგენტების თამაშებს ჰქონდა ადგილი და შეთანხმების მიღწევა ამიტომ ვერ მოხერხდა. გასაგებია, რომ ხვიჩა პერსპექტიული ფეხბურთელია და სურდათ, იგი გუნდში ეხილათ, მაგრამ მის გარემოცვასთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და იგი ლოკომოტივში არ დარჩა. ამის მიზეზი ბანალურია და ყველაფერი ფულს უკავშირდება. იყო თუ არა მისი წასვლა ლოკოს ხელმძღვანელების შეცდომის ბრალი? ასე ვერ ვიტყოდი. მის წასვლაზე ყველაზე დიდი გავლენა აგენტების თამაშებმა მოახდინა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივის“ ღირსებას 2018-19 წლების სეზონში იცავდა. „კვარამ“ „რკინიგზელთა“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო. 2019 წლის ზაფხულში, იგი მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელებს შეუთანხმდა და კონტრაქტი გაწყვიტა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით „რუბინს“ შეუერთდა.

გასულ სეზონში, კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისურით რუსეთის პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი რვას შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები