Aa Aa
3 აგვისტო 2021  |  18:01

ავსტრალიამ არგენტინა გაანადგურა - ოლიმპიადაზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიური ოქროსთვის ბრძოლას განაგრძობს. პეტი მილსმა და კომპანიამ მეოთხედფინალში არგენტინის ეროვნული გუნდი გაანადგურეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

არგენტინამ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 4 ქულით მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეულში უპირატესობას ავსტრალია დაეუფლა და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ფორით გავიდა. არგენტინელებმა მატჩში გარდატეხა ვერ შეიტანეს და მესამე მეოთხედი 6 ქულით, ხოლო ბოლო პერიოდი 11-37 წააგეს და საბოლოოდ, 59-97 განადგურდნენ.

ავსტრალიას 18 ქულით პეტი მილსმა ულიდერა. ტაიბული და ლენდელი 12-12 ქულას დასჯერდნენ. ჯო ინგლსმა 11 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო ნიკ კეი 10 ქულით გამოირჩა.

არგენტინის ნაკრების რიგებში საუკეთესო ნიკოლას ლაპროვიტოლა იყო, რომელმაც 16 ქულა მიითვალა. გაბრიელ დეკი 12 ქულასა და 10 მოხსნას დასჯერდა, ხოლო ფაკუნდო კამპაცომ 9 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა, თუმცა 6 დაკარგვა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრების მომდევნო მეტოქე აშშ იქნება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს სლოვენია და საფრანგეთი გაეჯიბრებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში