Aa Aa
31 ივლისი 2021  |  16:40

ბრძოლა ტრავმისა და ტკივილის ფონზე - პლესნოიმ საქართველოს ბრინჯაო მოუტანა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა 96-კილოგრამ წონითი კატეგორიის ძალოსნები დაიწყეს, სადაც გულშემატკივარმა ანტონ პლესნოის გამოსვლა იხილა.

ანტონ პლესნოიმ ატაცში ჯერ 173 კილოგრამი დაძლია, შემდეგ - 177 კილოგრამი და ამ მაჩვენებლით მე-3 ადგილი დაიკავა.

ამის შემდეგ, პლესნოიმ აკვრაში ჯერ 206 კილოგრამი დაძლია, შემდეგ - 210 კილოგრამი.

საქართველოს წარმომადგენელის გამოსვლა სამწუხაროდ, ტრავმის ფონზე წარიმართა, ის დარბაზიდან კოჭლობით გავიდა, თუმცა დაბრუნების შემდეგ,  ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ, ორჭიდში თავი 387 კილოგრამს მოუყარა, იმდენივეს, რასაც ვენესუელის წარმომადგენელმა, თუმცა ამ უკანასკნელმა ეს პირველმა შეძლო და შესაბამისად, ვერცხლის მედალი მას დარჩა.

 

აღნიშნული მაჩვენებლით, ანტონ პლესნოიმ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს გარდა, ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე კიდევ  4 მედალია (სულ 5), მათ შორის: 1 ოქრო (ლაშა ბექაური) და 3 ვერცხლი (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი), რაც  ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისს დააიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პანდემიის გამო, ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობას სულ 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს შემადგენლობა ოლიმპიურ თამაშებზე: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , ირაკლი რევიშვილი (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა).

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარით დაჯილდოვდება.

გაზიარება:

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში