საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 3 კვირიან შეკრებას გაივლის
Aa
Aa

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 3 კვირიან შეკრებას გაივლის

26 ივლისს, თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება დაიწყო.

ნაკარების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ლეგიონერებთან ერთად სუპერლიგის მოთამაშეებსა და ნაკრების ახალგაზრდა კანდიდატებს შეკრებს და პერიოდს, რომელიც FIBA-ს კალენდარში ოლიმპიადის გამო გამოთავისუფლებულია, ეროვნული გუნდის მოსამზადებლად, ახალი სახეების აღმოსაჩენად გამოიყენებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ჩვენი ნაკრები 3 კვირის განმავლობაში, ვერის ბაღის დარბაზში მოემზადება. ჯანმრთელობისა და სხვა რიგი მიზეზების გამო, ეროვნულ გუნდში რამდენიმე კალათბურთელი ვერ ჩამოვიდა, თუმცა ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისშია.

ვარჯიშების დაწყების წინ, გუნდის ყველა წევრმა კოვიდ 19-ზე PCR ტესტები გაიარა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრები ილიას ზუროსთან და ასისტენტებთან: მილოშ გლიგორიევიჩთან, მანუჩარ მარკოიშვილთან, ანატოლი ბოისასთან და ასევე, ფიზმომზადების მწვრთნელ ირაკლი შიოშვილთან ერთად, ორჯერად ვარჯიშებს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს გუნდს უახლოესი ოფიციალური მატჩები ნოემბერში ელის.

ფოტოები: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები