ბარსა, რეალი და იუვენტუსი:
Aa
Aa

ბარსა, რეალი და იუვენტუსი: "უეფას მონოპოლია ფეხბურთს აზარალებს"

მას შემდეგ, რაც მადრიდის სასამართლომ კლუბების სარჩელი დააკმაყოფილა „იუვენტუსმა“, „რეალმა“ და „ბარსელონამ“ ევროპის სუპერ ლიგის შესახებ მორიგი საერთო განცხადება გააკეთეს:

„ბარსელონა, იუვენტუსი და რეალი სიამოვნებით იღებენ მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც უეფას დაავალა შეაჩეროს სუპერ ლიგის დამფუძნებელი კლუბების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. მათ შორის სამართალწარმოება და სამი ხელმომწერი კლუბის წინააღმდეგ ჯარიმების მოხსნა. ასევე შეზღუდვები დანარჩენ 9 კლუბზე.

ტრიბუნალმა მიიღო სუპერლიგის დამფუძნებლების მოთხოვნა, უარყო უეფას საჩივარი და დაადასტურა, რომ თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, მას ემუქრება ჯარიმები და პასუხისმგებლობა. საქმეს განიხილავს ევროკავშირის სასამართლო, რომელიც შეისწავლის უეფას მონოპოლიას ევროპულ ფეხბურთზე.

ჩვენი ვალია გავუმკლავდეთ ფეხბურთის წინაშე არსებულ სერიოზულ პრობლემებს. უეფამ თავი წარმოაჩინა როგორც კანონმდებელი და ევროპული შეჯიბრებების მასპინძლობის უფლების ერთადერთმა აღიარებულმა მფლობელმა. ეს მონოპოლიური და საკამათო პოზიცია საზიანოა ფეხბურთისა და მისი ბალანსისთვის.

როგორც მრავალმხრივ იქნა ნაჩვენები, ევროპულ ფეხბურთში ფინანსური კონტროლი არაადეკვატური და შეუსაბამოა. ევროპულ შეჯიბრებში მონაწილე კლუბებს გარანტირებული უნდა ჰქონდეთ კონკურენციის წარმართვის უფლება.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან აღარ ვიქნებით დაუცველები უეფას მხრიდან. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ სუპერლიგის პროექტის განვითარება კონსტრუქციულად და ერთობლივად, ვითვალისწინებთ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას: გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, კლუბებს, ეროვნულ და საერთაშორისო ლიგებსა და ფედერაციებს.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი წინადადების ზოგიერთი ელემენტის გადახედვა შესაძლებელია და, რა თქმა უნდა, მათი განხორციელება შესაძლებელია დიალოგისა და კონსენსუსის გზით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ პროექტის წარმატებაში, რომელიც ყოველთვის შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას“. - ნათქვამია კლუბების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის სასამართლომ დაადგინა - უეფას არ შეუძლია სუპერ ლიგის კლუბების გარიცხვა მისი ტურნირებიდან. დღეს უეფას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ევროპული სასამართლო ორგანიზაციის წინააღმდეგ არსებულ კლუბების სარჩელს 18 ოქტომბრამდე განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები