დამაჯერებლად - გორგოძე პოლონური ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა
Aa
Aa

დამაჯერებლად - გორგოძე პოლონური ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

პოლონეთის ქალაქ გროჯისკ მაზოვიეცკიში მიმდინარე ITF-ის 60 000-იან ტურნირზე ეკო გორგოძემ კიდევ ერთი მატჩი მოიგო და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ლატვიელ დანიელა ვაისმანს 1 საათსა და 47 წუთს გაგრძელებულ შეხვედრაში 6:2; 7:6 (8:6) აჯობა. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტის მიმდინარეობისას ეკო მცირე ტრავმამ შეაწუხა და ანგარიშში 2:5 ჩამორჩა, მაგრამ უპირატესობა მალევე დაიბრუნა. 

საერთოდაც, ჩოგბურთელებს შორის კლასში სხვაობა მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა და გორგოძე სოლიდურ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა.

ეკოს ეისი არ მოუწოდებია და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 50-დან 26 (52%), ხოლო მეორეზე 12-დან 8 (67%) ქულა მოიგო. თავად 6 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი მოწოდება კი 4-ჯერ დათმო.

მე-3 ნომრად განთესილი ქართველი ტურნირის 1/4 ფინალში სეტწაუგებლად გავიდა. გუშინ მან ირინა ფეტეკაუსთან 6:2; 6:2 გაიმარჯვა. შემდეგ წრეში ეკოს მეტოქე დესპინა პაპამიხაილი (WTA-ს რეიტინგში 227-ე) იქნება. 28 წლის ბერძენს ქართველი ერთხელ - 2019 წლის სექტემბერში შეხვდა და 6:0; 6:2 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები