სტარტიც ასეთი უნდა! საფრანგეთმა აშშ-ს მოუგო!
Aa
Aa

სტარტიც ასეთი უნდა! საფრანგეთმა აშშ-ს მოუგო!

ოლიმპიადაზე სტარტი საკალათბურთო შეჯიბრმაც აიღო და პირველი ხმაურიანი შედეგიც დაფიქსირდა. A ჯგუფის პირველ ტურის შეხვედრაში საფრანგეთმა აშშ-ს 83:76 მოუგო.

ეს „სამფეროვნებისთვის“ აშშ-სთან პირველი მოგება არ ყოფილა. ფრანგებმა ამერიკელებს მსოფლიო ჩემპიონატზეც მოუგეს, თუმცა ამჯერად გრეგ პოპოვიჩის გუნდი გაცილებით შთამბეჭდავი შემადგენლობით არის.

ფრანგებს შორის საუკეთესო ფურნიე იყო, რომელმაც 28 ქულა და 4 მოხსნა გაიფორმა. 14 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა რუდი გობერს. ნანდო დე კოლომ 15 ქულა, 5 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა.

ამერიკელთა მხრიდან ორმაგი დუბლი გაიფორმა ბემ ადებაიომ - 12 ქულა და 10 მოხსნა. 18 ქულითა და 7 მოხსნით ჯრუ ჰოლიდეი გამოირჩა.

ლილარდს 11, ხოლო დურანტს 10 ქულა ჰქონდა. საბოლოოდ, ლიდერთა სუსტმა თამაშმა საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.

A ჯგუფს ფრანგებთან ერთად ერთი მოგებით ჩეხეთი ლიდერობს, რომელმაც ირანს 84:78 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები