მეკარე ოსტატურად მოატყუა და შეაგდო - ყაზაიშვილის მორიგი გოლი აზიაში
Aa
Aa

მეკარე ოსტატურად მოატყუა და შეაგდო - ყაზაიშვილის მორიგი გოლი აზიაში

''ულსან ჰიუნდაის'' ქართველმა შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა. სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 21-ე ტურში ''ულსან ჰიუნდაი'' შინ ''სუვონ სიტისთან'' 2:5 დამარცხდა.

ანგარიში 21-ე წუთზე ყაზაიშვილმა გახსნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მოატყუა და ბურთი მახვილი კუთხიდან გაიტანა.

28 წლის ფეხბურთელმა 2021 წლის სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატისა და აზიის ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ყაზაიშვილის გოლის შემდეგ პირველი ტაიმის 15-წუთიან მონაკვეთში სტუმრებმა 4 გოლი შეაგდეს, საბოლოოდ კი მატჩი ''სუვონ სიტის'' დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (2:5).

ქართველმა ფეხბურთელმა ''სუვონ სიტის'' წინააღმდეგ 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.

21 ტურის შემდეგ ''ულსან ჰიუნდაი'' 37 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსანს, რომელმაც მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა, 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები