Aa Aa
25 ივლისი 2021  |  00:01

ევროჩელენჯერი: საქართველო ბულგარეთთან დამარცხდა

თბილისი საერთაშორისო ღონისძიებას, FIBA-ს 20-წლამდე ნაკრებების ევროჩელენჯერს მასპინძლობს. B ჯგუფის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 72:84.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 19 ქულა ჩააგდო, რაც მის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია. მისი თანაგუნდელის, ანზორ ნადირაძის ანგარიშზე 17 ქულაა.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან, გერმანიასთან და ბულგარეთთან დამარცხდა, გამარჯვება კი მხოლოდ თურქეთთან მოიპოვა.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები შემდეგ მატჩს 25 ივლისს, პოლონეთთან გამართავს.

4 ტურის შემდეგ საფრანგეთის ანგარიშზე 8 ქულაა, რომელსაც გერმანია 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო ბულგარეთმა 6 ქულა მოიპოვა. საქართველოს, თურქეთისა და პოლონეთის ანგარიშზე 5-5 ქულაა.

„ბაბლის" სისტემის მიხედვით, ექვსივე ნაკრები: საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი თბილისში შეიკრიბა და ერთ სასტუმროში დაბინავდა. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ აქვთ.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ექვსგუნდიანი ჯგუფის მონაწილეები ერთ წრედ ითამაშებენ და გამარჯვებული ის გახდება, რომელიც ასპარეზობას ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულებს. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში