Aa Aa
22 ივლისი 2021  |  11:27

დაბრუნება სტემფორდ ბრიჯზე - ჩელსი აზარით დაინტერესდა

ესპანურ პრესაში ედენ აზარის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. მადრიდული გამოცემა AS გვატყობინებს, რომ ბელგიელი შესაძლოა, ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნდეს.

„არისტოკრატები“ ამ ზაფხულს შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდებიან და „სტემფორდ ბრიჯზე“ ყოფილი ლიდერის ტრანსფერის გაჩარხვაზე სერიოზულად ფიქრობენ. „ლურჯებს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შექმნილი მდგომარეობაც აიმედებთ. ბელგიელმა ფეხბურთელმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და მის წასვლაზე აქტიურად იწერება.

AS-ის ცნობით, „სამეფო კლუბი“ აზარს სიხარულით შეელევა, ოღონდ მის სანაცვლოდ 51 მილიონი გირვანქა სტერლინგის მიღება სურს. „ჩელსი“ ამ ზაფხულს ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას აპირებს, რომელიც სავარაუდოდ, 150 მილიონზე მეტი დაჯდება და „რეალისთვის“ 51 მილიონის გადახდა შესაძლოა, პრობლემად იქცეს, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ გამოსავალი უკვე იპოვეს.

Daily Mail-ის ცნობით, ტიმო ვერნერი უკმაყოფილოა და გუნდში ახალი თავდამსხმელის მოყვანის შემთხვევაში, ლონდონიდან წასვლას გეგმავს, „ჩელსიმ“ კი შესაძლოა მის სანაცვლოდ მიღებული თანხა აზარის გადასაბირებლად გამოიყენოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში