Aa Aa
21 ივლისი 2021  |  23:21

გადაწყდა - 2032 წლის ოლიმპიადა ავსტრალიაში ჩატარდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ რიგით 35-ე ოლიმპიურ თამაშებს ავსტრალია უმასპინძლებს. უფრო კონკრეტულად კი სხვადასხვა შეჯიბრებები ბრისბენში ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო და ოფიციალურია.

ცნობისთვის, 2032 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ავსტრალიასთან ერთად ინდოეთი, ინდონეზია, ყატარი და თურქეთი იბრძოდნენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოლიმპიური თამაშები ავსტრალიაში მესამედ გაიმართება. პირველად ეს 1956 წელს მელბურნში მოხდა, ხოლო მეორედ, 2000 წელს სიდნეიში.

შეგახსენებთ, რომ 2032 წლამდე წინ სამი ოლიმპიადაა. პირველი, „ტოკიო 2020“, რომელიც 23 ივლისს აიღებს სტარტს. მეორე, 2024 წელს პარიზში, ხოლო მესამე 2028 წელს ამერიკულ შეერთებულ შტატებში.

 

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში