NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ფილადელფია - დეტროიტი

გასულ ტურში, ნიუ იორკთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ფილადელფია ამჯერა დეტროიტს მიიღებს. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამი მოგება აქვთ აქტივში. 23 მოგებით და 38 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებენ.

 

მარცხი განიცადა ბოლო ტურში დეტროიტმა. პისტონელები ნიუ იორლეანთან დამარცხდნენ 86-109. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, სტუმრებს მხოლოდ 1 მოგება უმაგრებთ ზურგს. 29 გამარჯვებით და 32 მარცხით, მათ ამავე კონფერნეციის მე-8 პოზიცია უჭირავთ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება დეტროიტს დარჩა.  ამ შეხვედრებში, საშუალოდ 199.2 ქულა ვარდებოდა. დეტროიტი, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 94 ქულას აგროვებს.

აღნიშნულიდან, გამომდინარე, მატჩისშედეგი  - 215.5 @ ნაკლები

 

ტრავმები :

ფილადელფია  - ჯარედ ბეილისი, ბენ სიმონსი, ჯოელ ემბიდი.

დეტროიტი - არავინ.

 

 

მილოუკი - ტორონტო

კლიპერსთან საშინაო გამარჯვების შემდეგ, მილოუკი ტორონტოს უმასპინძლებს. ბაქსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ორი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ამ შეხვედრებში, ისინი საშუალოდ 101 ქულას უშვებდნენ.

 

არცთუ იოლი გამარჯვება მოიპოვა ტორონტომ გასულ ტურში. კანადელებმა, დედაქალაქელები დაამწუხრეს სტუმრად 114-106. ბოლო ხუთი გასვლიდან, რაპტორსის ანგარიშზე სამი გამარჯვებაა. ამ შეხვედრებში, ის საშუალოდ 102.4 ქულას აგროვებდა.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, ტორონტოს სასარგებლოდ დამთავრდა. აღნიშნული სტატისკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, უპრიანი იქნება ვივარაუდოთ შემდეგი - 1 გუნდი მოიგეს 1 ნახევარს და მატჩს  @ არა

 

ტრავმები :

მილოუკი  - მაიკლ ბიზლი, კრის მიდლტონი, ჯაბარი პარკერი;

ტორონტო - კაირი ლოური.

 

 

დენვერი - შარლოტა

მიჯრით ორი გამარჯვების შემდეგ, დენვერი შინ შარლოტას დამარცხებას შეეცდება. ნაგეთსის მოთამაშეებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. ამ შეხვედრებში, ისინი საშუალოდ 113.6 ქულას აგროვებდნენ.

 

ფინიქსთან მარცხის შემდეგ, შარლოტა რეაბილიტაციას, სწორედ ამ მატჩში შეეცდება. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, მხოლოდ ორი მოგება აქვთ აქტივში. ამ შეხვედრებში, ისინი საშუალოდ 109.4 ქულას უშვებდნენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება შარლოტას დარჩა. ამ მატჩის ფავორიტი დენვერია, რომელიც აქტიურად იბრძვის პლეი-ოფისთვის და ვფიქრობთ, ამას მოახერხებს კიდეც.

დენვერის @ 1

ტრავმები :

დენვერი -  კენეტ ფარიდი;

შარლოტა - რამონ სესიონი, მაილს პლამპლი, ფრანკ კამინსკი.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები