Aa Aa
21 ივლისი 2021  |  21:51

"მადლობა ახლა უფრო ძლიერი ვარ" - ფინიქსის მწვრთნელი მილუოკის გასახდელში

 ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-21 წლების სეზონი „მილუოკი ბაქსის“ ტრიუმფით დასრულდა. ვისკონსინელებმა სუპერფინალური სერიის მე-6 შეხვედრაში „ფინიქს სანსი“ 105-98 დაამარცხეს, საერთო ჯამში, 4-2 მოიგეს და ლარი ობრაიენის სახელობის თასს 1971 წლის შემდეგ პირველად დაეუფლნენ.

გამარჯვების შემდეგ, იანისმა საკუთარ გუნდს მადლობა გადაუხადა, მაგრამ ასეთი მხოლოდ ის არ ყოფილა..

ზოგადად მწვრთნელები და მოთამაშეები, რომლებიც ფინალს აგებენ, მოწინააღმდეგეს ცივად ხელს ართმევენ და ულოცავენ. ამის შემდეგ მოედნიდან გადიან და დაჯილდოების ცერემონიალისთვის ცალკე ემზადებიან.

რა თქმა უნდა, ფინალის წაგება მტკივნეულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამისთვის დიდ ხანს ემზადები, შესანიშნავი შანსი გაქვს და წარმატებას მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღირსეული კაცის სახელს ატარებენ. ერთ-ერთი ასეთი კი „ფინიქსის“ მწვრთნელი მონთი უილიამსია.

უბრალოდ მოუსმინეთ მას. არ არის საჭირო მისი სიტყვების გადათარგმნა. ყველაფერი ისედაც ნათელია. პრესკონფერენციის შემდეგ, უილიამსი „მილუოკის“ გასახდელში შევიდა და ყველას, განსაკუთრებით კი იანისს ემოციურად მიულოცა. ასეთი რამ იშვიათად თუ გაგვახსენდება.

ასეთ მომენტებში ადამიანები ძირითადად ცივები და თავდაჭერილები არიან. არ სურთ, რომ საკუთარი სისუსტე გამოავლინონ. მათთვის კომფორტული ძლიერი მეტოქის წარმატების შურია. მონთი უილიამსი ყველასგან განსხვავდება.

„გილოცავთ გამარჯვებას ბიჭებო. მადლობა ამ გამოცდილებისთვის. მადლობა, რადგან ახლა მე, როგორც მწვრთნელი უფრო ძლიერი ვარ. „ფინიქსიც“, როგორც გუნდი ახლა უფრო ძლიერია.“ - თქვა უილიამსმა

შეგახსენებთ, რომ მე-6 მატჩში, „მილუოკის“ იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. „გრიკ ფრიკმა“ ფენომენალურად იასპარეზა, ფინალური სერიის MVP გახდა და ბოლო შეხვედრაში 50 ქულა, 14 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება გაიფორმა. იანისი პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 50 ქულა, 10 მოხსნა და 5 ბლოკი მიითვალა. ამასთან, იგი მე-7 მოთამაშეა, რომელმაც სუპერფინალური სერიის შეხვედრაში მინიმუმ 50 ქულა დააგროვა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში