Aa Aa
18 ივლისი 2021  |  11:55

ბოლქვაძე ჩემპიონია ! - ფინალში რუსი მეტოქე ''ქამბექით'' დაამარცხა

ყაზახეთში, ნურ-სულთანის საერთაშორისო ტურნირი ''პრეზიდენტის თასი'' ქართველი ჩოგბურთელის, მარიამ ბოლქვაძის ტრიუმფით დასრულდა. მან ფინალში რუსი ვალერია სავინიკი სამ სეტში 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა. პირველი სეტი ქართველის მარცხით დასრულდა, თუმცა შემდეგ უპირატესობა მოიპოვა, შემდეგი ორი სეტი დამაჯერებლად მოიგო.


ფინალამდე მიმავალ გზაზე მარიამ ბოლქვაძემ შარიპოვა, აინიტდინოვა და ტალბი დაამარცხა, რის შემდეგაც ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ნახევარფინალში ბოლქვაძემ ბელარუსის წარმომადგენლის, იულია ჰატუკას ბარიერიც საკმაოდ მარტივად დაძლია. ბოლქვაძემ მას ორ სეტში 6-4, 6-4 სძლია.

შეგახსენებთ, მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს რეიტინგში 195-ე ადგილზეა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში