''უნდა გვეთამაშა წყვილთა შორის ოლიმპიადაზე'' - გორგოძე კალაშნიკოვას საქმეს გამოეხმაურა
Aa
Aa

''უნდა გვეთამაშა წყვილთა შორის ოლიმპიადაზე'' - გორგოძე კალაშნიკოვას საქმეს გამოეხმაურა

ქართველი ჩოგბურთელი ეკა გორგოძე ოქსანა კალაშნიკოვას კომენტარს გამოეხმაურა.

კალაშნიკოვამ Twitter-ში დაწერა, რომ ოლიმპიდიაზე ასპარეზობის უფლება მიიღო, თუმცა ქართულ მხარეს შესაბამისი განაცხადი არ გაუგზავნია, რის გამოც ოლიმპიდიაზე ვერ ვიხილავთ.

ეკა გორგოძე: ''დიახ!!! ოქსანა კალაშნიკოვა საქართველოს სახელით გამოდის. ჩვენ აუცილებლად უნდა გვეთამაშა წყვილთა შორის წლევანდელ ტოკიოს ოლიმპიადაზე!!! დანარჩენი აუცილებლად გაირკვევა''.

კალაშნიკოვას პოსტი საკმაოდ ემოციური იყო:''ძალიან სევდიანი ამბავია, როცა გაიგე, რომ ოლიმპიდიაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვე, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაუგზავნიათ. ოლიმპიდიაზე ასპარეზობა ჩემი ოცნება იყო, თუმცა ახლა მხოლოდ ტირილი მსურს.

არ ვიცი რა მოხდა რეალურად, ოფიციალური პასუხი არავისგან მიმიღია, მაგრამ ფაქტია, რომ განაცხადი არ გააგზავნეს. ყველა ქვეყანაში ამაყობენ, როცა მათი ქვეყნის მაქსიმალურად ბევრი სპორტსმენი ოლიმპიდიის ლიცენზიას იღებს, მაგრამ საქართველო მათ შორის არაა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები