''ამაზე ვოცნებობდი, ახლა კი მხოლოდ ტირილი მინდა'' - კალაშნიკოვას სკანდალური კომენტარი
Aa
Aa

''ამაზე ვოცნებობდი, ახლა კი მხოლოდ ტირილი მინდა'' - კალაშნიკოვას სკანდალური კომენტარი

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ Twitter-ში დაწერა, რომ ოლიმპიდიაზე ასპარეზობის უფლება მიიღო, თუმცა ქართულ მხარეს შესაბამისი განაცხადი არ გაუგზავნია, რის გამოც ოლიმპიდიაზე ვერ ვიხილავთ.

კალაშნიკოვას პოსტი საკმაოდ ემოციურია:''ძალიან სევდიანი ამბავია, როცა გაიგე, რომ ოლიმპიდიაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვე, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაუგზავნიათ.

ოლიმპიდიაზე ასპარეზობა ჩემი ოცნება იყო, თუმცა ახლა მხოლოდ ტირილი მსურს.

არ ვიცი რა მოხდა რეალურად, ოფიციალური პასუხი არავისგან მიმიღია, მაგრამ ფაქტია, რომ განაცხადი არ გააგზავნეს.

ყველა ქვეყანაში ამაყობენ, როცა მათი ქვეყნის მაქსიმალურად ბევრი სპორტსმენი ოლიმპიდიის ლიცენზიას იღებს, მაგრამ საქართველო მათ შორის არაა''.

შეგახსენებთ, 30 წლის კალაშნიკოვა წყვილთა შორის მსოფლიო რეიტინგში 70-ე ადგილზეა. მიმდინარე წელს უიმბლდონის წყვილთა თანრიგში მერვედფინალში იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები