გამარჯვება 2 სეტში -  ბოლქვაძე საერთაშორისო ტურნირის ფინალშია
Aa
Aa

გამარჯვება 2 სეტში - ბოლქვაძე საერთაშორისო ტურნირის ფინალშია

ყაზახეთში, ნურ-სულთანის საერთაშორისო ტურნირზე, ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე ფინალში გავიდა.

შარიპოვას, აინიტდინოვასა და ტალბის დამარცხების შემდეგ, მარიამმა ბელარუსის წარმომადგენლის, იულია ჰატუკას ბარიერიც საკმაოდ მარტივად გაიარა, რომელიც რეიტინგში 262-ე ადგილს იკავებს, თავად ბოლქვაძე კი 195-ეა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მოწინააღმდეგე ორ სეტში - 2-0 (6-4, 6-4) დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ფინალისკენ მიმავალ გზაზე მარიამმა ყველა მატჩი სეტის წაუგებლად დაასრულა.

ფინალში 23 წლის ბოლქვაძის მეტოქე დღეს გაირკვევა. უკვე ცნობილია, რომ ფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე რუსი სპორტსმენი იქნება, რადგან მეორე ნახევარფინალში რუსული დაპირისპირება ჩაინიშნა - ეკატერინა შალიმოვა ვალერია სავინიხს დაუპირისპირდება და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ქართულ - რუსული ფინალური წყვილი შედგება.

გეტყვით, რომ გათამაშების საპრიზო ფონდი 60 000 დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები