ბასილაშვილის მეტოქე ინფიცირებულია - ნიკოლოზი მეოთხედფინალიდან იასპარეზებს
Aa
Aa

ბასილაშვილის მეტოქე ინფიცირებულია - ნიკოლოზი მეოთხედფინალიდან იასპარეზებს

საჩოგბურთო სამყაროში 12 ივლისს ჰამბურგის ღია პირველობა დაიწყო, რომელსაც წლეულს ევროპის ღია პირველობა ეწოდა. შეგახსენებთ, რომ ხსენებული ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილს ორჯერ აქვს მოგებული.

2018 წელს ნიკოლოზმა ფინალში ლეონარდო მაიერი დაამარცხა, ხოლო 2019-ში ანდრეი რუბლიოვს აჯობა.

ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრიდან ერთვებოდა და მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 164-ე ნომერი არგენტინელი სებასტიან ბაესი უნდა ყოფილიყო. 

იმის გამო, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე კოვიდ 19-ით  დაინფიცირდა, ქართველმა ჩოგბურთელმა პირდაპირ მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მეოთხედფინალში მისი მეტოქე ბრაზილიელი ტიაგო სეიბოტ ვაილდსა და სერბი ლასლო ჯერეს შორის გამარჯვებული იქნება.

ბრაზილიელი და ქართველი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან, ხოლო სერბსა და ბასილაშვილს შორის ანგარიში 3-2-ია სერბის სასარგებლოდ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები