ინგლისისა და დანიის მატჩის VAR პენალტზე: „მკაცრი გადაწყვეტილება იყო“
Aa
Aa

ინგლისისა და დანიის მატჩის VAR პენალტზე: „მკაცრი გადაწყვეტილება იყო“

ინგლისისა და დანიის ნაკრებებს შორის გამართული ნახევარფინალური მატჩის ვიდეორეფერიმ, პოლ ვან ბოეკელმა რაჰიმ სტერლინგის წაქცევის გამო დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე ისაუბრა. ვან ბოეკელის თქმით, დანი მაკელიემ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და მას მისი შეცვლა არ შეეძლო.

„საკუთარ თავს უამრავჯერ ვკითხე, რა მოხდებოდა რომ ჩავრეულიყავი. მესმის, რომ ამ ეპიზოდს კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ ვერ ვხვდები კრიტიკის ობიექტი მე რატომ ვარ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შემეძლო რამის გაკეთება, თუ მაკელიეს გადაწყვეტილება აშკარა შეცდომა იქნებოდა, მე კი განმეორებაზე ვნახე, რომ მცველსა და შემტევს შორის კონტაქტი ნამდვილად იყო.

ვფიქრობ, პენალტის დანიშვნა მკაცრი გადაწყვეტილება გახლდათ, მაგრამ ასეთ ვითარებებში მთავარ მსაჯს თანადგომა უნდა გამოვუცხადო. VAR-ის პროტოკოლი ასეთია“.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული პენალტის წყალობით ინგლისმა დანიას 2-1 სძლია და ფინალში გავიდა, სადაც იტალიის ეროვნულ გუნდთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები