Aa
Aa

"რეალის" ქამბექი და დაბრუნებული ლიდერობა

ესპანეთის ჩემპიონატში 24-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა "ვილიარეალსა" და მადრიდის "რეალს" შორის ჩატარდა.

ზიდანის გუნდმა მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო და პირველ ტაიმში ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე 2 ბურთი გაუშვა და თავი ურთულეს სიტუაციაში ჩაიგდო. 

თუმცა ამის შემდეგ, მადრიდელებმა აშკარად მოუმატეს, რის შედეგადაც, ბეილმა, რონალდუმ და მორატამ 3 გოლი შეაგდეს და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანეს. 

ამ მოგებით მადრიდის "რეალმა" ლიდერობა დაიბრუნა და "ბარსელონას" გაასწრო. სხვაობა ერთი ქულაა, თუმცა სამეფო კლუბს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები