ანდერ ერერა ინგლისური ფეხბურთით აღფრთოვანებულია
Aa
Aa

ანდერ ერერა ინგლისური ფეხბურთით აღფრთოვანებულია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველი ანდერ ერერა, ჟურნალისტებს ინგლისურ ფეხბურთსა და საკუთარ დამრიგებელ, ლუის ვან გაალზე გაესაუბრა. ესპანელი „პრემიერ ლიგით“ აღფრთოვანებულია და საუბრობსიმ მიზეზებზე, თუ რითი განსხვავდება მისი ამჟამინდელი ჩემპიონატი ესპანეთის „ლა ლიგისგან“.

 "ინგლისის პრემიერ ლიგა? თუ გიყვართ ფეხბურთი, ეს იდეალური ადგილია წარმატების მისაღწევად. ესპანეთში ხშირად უჩნდებათ წარუმატებლობის შიში. ინგლისში კი, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. აქ ხალხს მოთმინების უნარი აქვს და ქომაგები ნებისმიერ შემთხვევაში მხარს უჭერენ საკუთარ გუნდს. რაც შეეხება ვან გაალს, მასთან ურთიერთობაში, დისტანციის დაცვას ვცდილობ. ის ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ აქვს ძალიან რთული ხასიათი. მას ყველაფრის ტოტალურად გაკონტროლება სურს. გარდა ამისა, ლუი ყოველთვის კარგად მიხსნის თუ რა სურს ჩემგან" - განაცხადა ერერამ.

 

 შეგახსენებთ, რომ ერერა ბილბაოს "ატლეტიკის" აღზრდილია და „ოლდ ტრაფორდზე“ მიმდინარე სეზონის წინ გადაბარგდა. „პრემიერ ლიგის“ ეგიდით ფეხბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი სამი გატანილი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები