Aa
Aa

"სიგიჟეა" - დურანტი და ტომასი მესის კონტრაქტზე

მას შემდეგ, რაც ლეო მესის ახალი კონტრაქტის დეტალები გასაჯაროვდა, ხელშეკრულებაში არსებულ რიცხვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამჯერად, „ლა პულგას“ კონტრაქტის ნახვის შემდეგ, თავიანთი რეაქცია NBA-ს ვარსკვლავებმაც გამოხატეს.

„ბრუკლინ ნეტსის“ ლიდერმა კევინ დურანტმა სოციალურ ქსელში მესის კონტრაქტის დეტალები გააზიარა და დააწერა: „სიგიჟეა“.

როგორც მოგეხსენებათ, მესი 5 წლის განმავლობაში 555 მილიონ ევროს მიიღებს. თავად დურანტს კი „ნეტსთან“ 4-წლიანი კონტრაქტი აქვს, რომლის თანახმადაც „კეიდი“ 164 მილიონ დოლარს მიიღებს.

„ნიუ ორლეან პელიკანსის“ გამთამაშებელი აიზია ტომასი ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა: „ღმერთო ჩემო. ჩემი შვილები ფეხბურთზე უნდა შევიყვანო. ჰა ჰა ჰა“.

ამ მომენტისთვის ლეოს ოფიციალურად კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით არგენტინელი „ბარსელონაში“ 2 წლით დარჩება, შემდეგ აშშ-ი გაემგზავრება და „ბლაუგრანას“ ელჩი გახდება. ითამაშებს, თუ არა MLS-ის რომელიმე კლუბში ჯერჯერობით უცნობია.

კატალონიელთა პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას თქმით, მესისთან ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას ლა ლიგს ფეარ-პლეის წესი აფერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები