“გამარჯვება გვინდა, ჩვენი განწყობა ასეთია“ - ედი ჰაუ პსჟ-სთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში ნიუკასლი პსჟ-ს ესტუმრება. მატჩის წინ, კაჭკაჭების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰაუმ კომენტარი გააკეთა.
ჰაუ:
„რთული მგზავრობა მოგვიწია, რადგან ასაფრენ ბილიკზე დიდი ხნით შევყოვნდით. ალტერნატიული ვარიანტი ნიუკასლში დარჩენა და ხვალ გაფრენა იყო. წინ ნამდვილად კარგი თამაში გველოდება. ყველაფრისთვის მზად ვართ. ფეხბურთელებმა უმაღლესი დონე უნდა გამოავლინონ. უნდა ვეცადოთ და ყოველი წამით დავტკბეთ. პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია. გამარჯვება გვინდა, ჩვენი განწყობა ასეთია.
რაც უფრო დიდი მნიშვნელობის არის თამაში, მით უფრო რთულია გამოწვევა. რამდენიმე კითხვა დაისვა ჩვენს გასვლით თამაშებთან დაკავშირებულ ფორმასთან. პსჟ-სთან თამაში პასუხების გასაცემად შესანიშნავი შესაძლებლობაა. გამარჯვებისთვის ფეხბურთელებმა თავიანთი მაქსიმუმი უნდა გაიღონ.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს სატურნირო ცხრილში თანაბარი 13-13 ქულა აქვთ. ფრანგული კლუბი მე-6 ადგილს იკავებს, ინგლისური მე-7.
ამ მატჩში დამარცხებული უმაღლესი ალბათობით პირველ 8 გუნდში ადგილს დაკარგავს, რადგან მათ 13 ქულით ჩელსი, ბარსელონა, სპორტინგი, მანჩესტერ სიტი ატალანტა და ატლეტიკო მოყვებიან.
12 ქულა აქვთ ინტერს და იუვენტუსს. არც პსჟ-ს და არც ნიუკასლს ფრე არ აწყობს. საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად ორივეს გამარჯვება ესაჭიროება. ამ გუნდების დაპირისპირება 28 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.