“მოურინიოს იმიტაცია შეუძლებელია“ - არბელოა ბენფიკასთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში მადრიდის რეალი ჟოზე მოურინიოს ბენფიკას ესტუმრება. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
არბელოა:
„მოურინიო, როგორც მისაბაძი მაგალითი? რა თქმა უნდა, მაგრამ პირველივე დღეს ვთქვი, რომ მისი იმიტაცია შეუძლებელია, რადგან ეს წარუმატებლობის რეცეპტია. ჩემი წარმატება საკუთარი თავის წარმოჩენაში იქნება და ამაში ჟოზეს გავლენის ნაწილიცაა. ვცდილობდი მისგან ბევრი რამ მესწავლა. ვიცი, რამდენად კონკურენტუნარიანია და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი დღე.
მე მხოლოდ იმაზე შემიძლია ვისაუბრო, რაც აქ დანიშვნის შემდეგ ვნახე. ძალიან მონდომებული ჯგუფი ვნახე. ეს კარგად ჩანს. ჩვენ გვაქვს გაუმჯობესების პოტენციალი და უნდა ვიყოთ გუნდი, რომელიც ბევრ რამეს კარგად აკეთებს. იმას, რასაც ჩემი ფეხბურთელები აკეთებენ, ნამდვილად საქებარია.
დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩემი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღება მსურს. ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ამას ერთნაირად ვხედავ: მაქსიმალურად უნდა დატკბე, იმის გაცნობიერებით, თუ რამხელა ძალისხმევაა საჭირო. ფეხბურთელებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია. არიან მოთამაშეები, რომლებიც ერთმანეთს მოედანზე ხშირად ეძებენ და კარგად ეწყობიან.
არდა გიულერი ნიჭიერი ახალგაზრდაა. მას თამაშის დინამიკის შეცვლის უნარი აქვს და ამას აუცილებლად გამოვიყენებთ. ჩვენ გვსურს მისი ნიჭის გამოყენება, იქნება ეს ნახევარდაცვასთან თუ თავდამსხმელებთან ახლოს თამაში. ის გააგრძელებს განვითარებას და ჩვენს გუნდს ბევრ სარგებელს მოუტანს.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. ბლანკოსის პრიორიტეტი საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაა და ბენფიკასთან გამარჯვება ამ კუთხით მნიშვნელოვანია. აღნიშნული მატჩი 28 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.