Aa Aa
23 ივნისი 2021  |  00:37

6:2 6:2 - გორგოძემ უიმბლდონის კვალიფიკაცია ფურორით დაიწყო!

საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი სლემის ტურნირი ახლოვდება. სულ მალე უიმბლდონი დაიწყება და ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს.

ეკო პირველ წრეში ბრიტანელ ჩოგბურთელს, ევა შოუს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით, 6:2 6:2 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ცნობისთვის, შემდეგ წრეში ეკო გორგოძე ამერიკელ კრისტი ენს დაუპირისპირდება. 29 წლის ჩოგბურთელი რეიტინგში 118-ე ადგილზე გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე წინა დიდი სლემის ტურნირზე, კონკრეტულად კი როლან გაროსზე გავიდა, სადაც სამწუხაროდ პირველივე წრეში 18 წლის დანიელ კლარა ტაუსონთან ორ სეტში 4:6 2:6 დამარცხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში